წლიური სტანდარტი, სწავლების მიზნები

2021-2022 სასწ. წელი 


კომპიუტერული ტექნოლოგიების (ისტ) სწავლების მიზნები

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინფორმაციულ-საკომნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება მოიაზრება, როგორც დამოუკიდებელ საგნად, ასევე, სხვა სასწავლო დისციპლინებთან ინტეგრირებით, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის შემდეგიზოგადი უნარებისა და აზროვნების ტიპების განვითარებას:


  • გაგება - ისტ-ის საშუალებების და მათი ფუნქციონირების შესახებ ფაქტების, ცნებებისა და იდეების ცოდნა, მათი დანიშნულების ინტერპრეტირება და ერთმანეთთან შედარება
  •  კომუნიკაცია - ისტ-ის საშუალებების გამოყენება ინფორმაციის მიღების, მოპოვებისა და გაცვლა/გაზიარების მიზნით
  •  ანალიტიკური აზროვნება - ისტ-ის საშუალებათა შეფასება, უკვე მოცემულ ან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის კანონზომიერებების დადგენა, შემადგენელი კომპონენტების ამოცნობა, ფრაგმენტების ორგანიზება
  • სინთეზური აზროვნება - ისტ-ის საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევა და მათი ერთმანეთთან მიზნობრივი დაკავშირება
  • შემოქმედებითი აზროვნება - ისტ-ის საშუალებების გამოყენებით რეალობიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნა, ახალი კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოძიება
  •  კრიტიკული აზროვნება - უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასება შინაარსის, დანიშნულების, ხარისხისა და სანდოობის მიხედვით

სასწავლო დისციპლინებში ისტ-ის ინტეგრაციას შეუძლია მთლიანად შეცვალოს მოსწავლეთა სასწავლო გარემო და მოახდინოს სასწავლო პროცესის სრული ტრანსფორმაცია. ის შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეებში
თვითშეფასების უნარის განვითარებისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების კუთხით.
ისტ-ის შემოქმედებით გამოყენებას აქვს პოტენციალი განუვითაროს მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, ხელს უწყობს რა მათ თვითრეგულირებად და თვითმოტივირებად მსწავლელებად ჩამოყალიბებაში





No comments:

Post a Comment