2021-2022 სასწავლო წლის
ანგარიში
პედაგოგი - ნინო ნადიბაიძე
საგანი - კომპიუტერული ტექნოლოგიები; ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები (ისტ)
კლასი: II -VI
V-VI კლასებში ისწავლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები (ისტ)
II – III და IV კლასებში ისწავლება საგანი კომპიუტერული ტექნოლოგიები;
მომდინარე სასწავლო წელს ყველა კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და საგნის სტანდარტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები დაძლეულია მოსწავლეების მიერ.
მოსწავლეებს კურსის ფარგლებში შეუძლიათ ისეთი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება როგორებიცაა: Microsoft Word,
Microsoft Excell,
MS PowerPoint და ა.შ.. ასევე ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და წარმოდგენა.
ბავშვები დაუფლნენ ინტერნეტში მუშაობის საწყისებს (ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და გამოყენება). შეუძლიათ სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი და ჯეროვანი გამოყენება.
ბავშვებმა მიიღეს სხვადასხვა დივაისებთან, ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო ცოდნას (შექმნა, ორგანიზება, შენახვა, მანიპულირება და გადმოწერა).
მოსწავლეებს კურსის ფარგლებში
- შეუძლიათ კომპიუტერული მოწყობილობების და პროგრამების ჩართვა/გამორთვა შესრულებული სამუშაოს შენახვა;
- აცნობიერებენ კომპიუტერული ინტერფეისის სტანდარტულ ელემენტების დანიშნულებას (მაგ.: Save ღილაკი, პროგრამის დახურვის ღილაკი და ა. შ.).
- შეუძლიათ მარტივი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება (მაგ. „ვსწავლობთ თამაშით“, გრაფიკული რედაქტორი Paint, MS Word);
- აცნობიერებენ პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის გადაცემის პრინციპებს;
- შეუძლიათ პირობითი ნიშნებით ბრძანებების გადაცემა და მიღებული ბრძანებების
- თანმიმდევრული შესრულება
მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ვიზუალური პროგრამირების ელემენტების შესწავლას.
ამ კომპონენტის ფარგლებში ბავშვები ალგორითმული აზროვნების საწყისებს დაეუფლნენ. შეისწავლეს კომპიუტერული მოწყობილობების ფუნქციონირების პრინციპები და გაეცნენ სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის დანიშნულებასა და გამოყენების სფეროებს. თავად შექმნეს პროგრამული კოდები ვიზუალური პროგრამირების გარემოში.
მოსწავლეებს შეუძლიათ ვიზუალური პროგრამირების გარემოში (მაგ.: https://www.kodable.com/ ; https://code.org https://scratch.mit.edu/ ი) მარტივი ალგორითმის შემუშავება..
ყველა კლასში ვიმუშავეთ
კომპლექსურ დაცვალებებზე:
კლასი:
II; სამიზნე ცნება:
„პირობითი
ნიშნები“
(ამინდზე დაკვირვება)
· კლასი: III; სამიზნე ცნება: პრეზენტაციის შექმნა „თემაზე წელიწადის დროები“ (Microsoft PowerPoint);
·
კლასი:
V, სამიზნე ცნება: ვიზუალური პროგრამირების გარემო Scratch-ში ცეკვის ანიმაციის
შექმნა.
· კლასი: VI; სამიზნე ცნება: მარტივი კომპიუტერული თამაშის შექმნა; პროგრამა PowerPoint
მონაწილეობა
მივიღე მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში. თემა- „თამაშის შექმნა ვიზუალური
პროგრამირების გარემოში“ https://scratch.mit.edu/projects/546801138/
სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიული განვითარების მიზნით აქტიურად ვესწრებოდი საგნობრივ ტრენინგებს
No comments:
Post a Comment