2021-2022 სასწ. წელი
IV კლასის მოსწავლის განმავითარებელი შეფასების მაგალითები (წყარო https://edu.aris.ge)
ი ს ტ ი – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სუსტი – უჭირს გააზრება კომპიუტერის ძირითადი ნაწილების: ინფორმაციის შესაყვანი პორტი; ინფორმაციის დასამუშავებელი მოწყობილობა; მეხსიერება; ინფორმაციის გამოსატანი პორტი; კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი და ა.შ.; როგორ მუშაობს კომპიუტერი.
უჭირს ალგორითმის არსის გააზრება და დამოუკიდებლად შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების code.org პლატფორმების გამოყენება და მარტივი პროგრამების შექმნა; პროგრამული კოდში შეცდომის პოვნა და მუშაობის შედეგის განსაზღვრა; პროგრამირების ფუნქციების (მაგ.: ციკლები, ოპერატორები…) მიზნობრივად გამოყენება.
უჭირს ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება.
გაჭირვებით აცნობიერებს ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებებს.
ძლიერი – იცის კომპიუტერის ძირითადი ნაწილები: ინფორმაციის შესაყვანი პორტი; ინფორმაციის დასამუშავებელი მოწყობილობა; მეხსიერება; ინფორმაციის გამოსატანი პორტი; კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი და ა.შ.; როგორ მუშაობს კომპიუტერი.
შეუძლია ალგორითმის არსის გააზრება და დამოუკიდებლად შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების code.org პლატფორმების გამოყენება და მარტივი პროგრამების შექმნა; პროგრამული კოდში შეცდომის პოვნა და მუშაობის შედეგის განსაზღვრა; პროგრამირების ფუნქციების (მაგ.: ციკლები, ოპერატორები…) მიზნობრივად გამოყენება.
შეუძლია კომპიუტერული პროგრამის ინტერფეისთან დამოუკიდებლად მუშაობა; კომპიუტერული ინტერფესის გამოყენებით სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება.
ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებების გაცნობიერება და დაცვა; · საავტორო უფლებების დაცვა, სხვისი ნამუშევრის სათანადოდ გამოყენება.
„ფორმულები, გამოვთვალოთ სწარფად“- MS Excel-ში - რეფლექსია
დავალება 1: "ჩემი სახლის და ეზოს გეგმა" (პროგრამა MS Word)
- ტექსტის სწორება ცენტრში, მარცხნივ – 2 ქულა
- ფორმულის 1/2–ს , გამრავლების და m2 – ის ჩასმა – 3 ქულა
- ფიგურების ჩასმა გაფერადება – 2 ქულა
- ტექსტური უჯრების ჩასმა და ტექსტირ ჩასმა ფიგურაზე – 2 ქულა
- შექმნილი ნახატის ფერები შეესაბამება დავალებას – 1 ქულა
დავალება 2: „მზის სისტემის პლანეტები“
ქულა |
შეფასების კრიტერიუმები |
1-2 |
არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში. ვერ აცნობიერებს სხვადასხვა ციფრული
საშუალებების დანიშნულებას. არ იცის კომპიუტერის სწორად ჩართვა-გამორთვა.
|
3-4 |
უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. იცის სხვადასხვა ციფრული საშუალებების დანიშნულება.
უჭირს კომპიუტერის სწორად ჩართვა-გამორთვა.
|
5-6 |
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. ხარვეზებით ასრულებს დავალებებს. თეორიული
მასალა იცის ნაკლებად. |
7 |
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
თეორიული მასალა იცის ხარვეზებით. ასრულებს მითითებულ დავალებებს. |
8 |
იცის თეორიული მასალა. ასრულებს დავალებებს. ციფრული მასალის შექმნისას არ შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება |
9 |
ყოველთვის იცის თეორიული მასალა. ასრულებს მითითებულ დავალებებს. ციფრული მასალის შექმნისას შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება |
10 |
სისტემატიურად იცის თეორიული მასალა. სრულყოფილად ასრულებს მითითებულ
დავალებებს. აკეთებს სწორ და გააზრებულ დასკვნებს ციფრული მასალის შერჩევა-გამოყენების
დროს. მასალის სტრუქტურის შექმნისას გამოიყენებს სახვადასხვა ფუნქციურ შესაძლებლობებს. |
No comments:
Post a Comment